უცნობმა პირებმა ბენქსის ნამუშევარი დააზიანეს

ინგლისში, რედინგის ციხის კედელზე ბრიტანელი მხატვრის ბენქსის ახალი შემოქმედების გამოჩენის შემდეგ, რამდენიმე კვირაში, უცნობმა პირებმა მხატვრის ნამუშევარი წითელი საღებავით გააფუჭეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დამნაშავეებმა ხელწერა დატოვეს - "Team Robbo". ცნობილია, რომ წარწერა, სავარაუდოდ, ეკუთვნის მხატვარ კინგ რობოს, რომელსაც ერთ დროს ბენქსი კონკურენციას უწევდა.

შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში რედინგის ციხის კედელზე ბენქსიმ ციხის ფორმაში გაქცეული ადამიანი დახატა, რომელიც კედლიდან ნაჭრის თოკებით ჩამოდის მიწაზე.