უზბეკეთის ექს-პრეზიდენტის შვილს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს

ტაშკენტში უზბეკეთის ექს-პრეზიდენტის შვილის, გულნარა ქარიმოვას სასამართლო პროცესი დასრულდა. მას 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქალს გამოძალვაში, საბიუჯეთო თანხების მითვისებაში, საზღვარგარეთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებდნენ.

სასჯელის ათვლა 2015 წლის 21 აგვისტო იწყება.