უზბეკეთის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

უზბეკეთში, დენაუს რაიონში, სავაჭრო ცენტრ "ინდენიმში“ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სავაჭრო ცენტრში გაზის შემცველი ნივთიერების აფეთქების შედეგად შენობის კონსტრუქცია ნაწილობრივ განადგურდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რომელიც 28 წუთში ჩააქრეს.

ცხრა ადამიანი, რომელიც იმ მომენტში შენობაში იმყოფებოდა, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ორი დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.