უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი, სოფლის მეურნეობისა და კვების სექტორის მინისტრი, უკტამ ბარნოევი კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის გართულებებით გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა გამოაქვეყნა. 

მინისტრთა კაბინეტის ცნობით, ვიცე-პრემიერს ჰოსპიტალიზაცია პირველად ივლისის ბოლოს ჩაუტარდა. მოგვიანებით, მკურნალობის მიზნით, იგი გერმანიაში გადაიყვანეს. 

COVID-19 პირველი შემთხვევა უზბეკეთში 15 მარტს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 51 235 ადამიანს შეადგენს, საერთო ჯამში 429 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 47 271 გამოჯანმრთელდა.