უზბეკეთში მშენებლობაზე ხუთი მუშა დაიღუპა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მეტროს ახალი ხაზის მშენებლობის დროს გრუნტი ჩაინგრა. ნანგრევებში მუშები მოყვნენ. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

უზბეკეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გრუნტის ჩამონგრევა უხვმა ნალექმა გამოიწვია.