ვაქცინაციის დაწყების აღსანიშნავად გერმანელმა პილოტმა ცაში შპრიცი დახატა

გერმანიაში კორონავიურსზე ვაქცინაციის დაწყების აღსანიშნავად, გერმანელმა პილოტმა ფრენისას ცაში საკუთარი მარშრუტით შპრიცი დახატა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება.

გამოცემის ცნობით, პილოტი 24 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:04 საათზე, ფრიდრიხსჰაფენიდან, ბოდენსეის აეროპორტიდან გაემგზავრა და მისი ნახატის შექმნაც სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო. 

Diamond DA20 Katana ვერტმფრენის მეშვეობით, რომელიც მანევრირების სიმარტივით გამოირჩევა, პილოტმა ნემსის წვერზე წამლის წვეთების დახატვაც შეძლო.

ცნობისთვის, გერმანიაში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში, კორონავირუსზე ვაქცინაცია დღეიდან, 27 დეკემბრიდან დაიწო.