ვაქცინაციის მიუხედავად, შესაძლებელია, ვირუსის გადამტანები იყოთ - ბილ გეითსი

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა და 65 წლის ფილანთროპმა ბილ გეითსმა კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, უსაფრთხოების წესების დაცვასა და პირბადის ტარებას კვლავ განაგრძობს.

”მინდა სხვებს კარგი მაგალითი მივცე, რადგან ვაქცინაციის მიუხედავად, შესაძლებელია ვირუსის გადამტანები იყოთ”,განაცხადა გეითსმა. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსზე სრულად ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების ზომები დაიცვან. მიუხედავად იმისა, რომ Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის ვაქცინები კორონავირუსის მიმართ ეფექტურია და ვაქცინირებულ პირს დაავადებისგან თითქმის სრულად იცავს, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენად ეფექტურად იცავს  ვირუსის გავრცელებისგან. 

”მე არ ვაპირებ შეწყვიტოს ნიღბების ტარება და უსაფრთხოების დაცვა, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანების გარშემო, რომლებსაც აცრა არ გაუკეთებიათ”, - განაცხადა ბილ გეითსმა. 

ამასთან, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ნორმალურ ცხოვრებასთან მიახლოებას სავარაუდოდ ზაფხულში შევძლებთ.