ვაქცინაციის პროგრამისთვის 8 მილიარდი დოლარია საჭირო - გუტიერეში

G20-ის ქვეყნები მთელს მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების თანაბარი განაწილების მიზნით ფულის გამოყოფაში უნდა დაგვეხმარონ, - ამის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია World Health Summit 2021-ზე სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი გლობალური ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს. გებრეისუსის სტრატეგია მთელ მსოფლიოში ადამიანების 40%-სთვის ვაქცინების მიწოდებას 2021 წლის ბოლოსთვის, ხოლო 2022 წლის შუა რიცხვებისთვის - 70%-ისთვის ითვალისწინებს. ამისთვის კი, გუტიერეშის თქმით, 8 მილიარდი დოლარია საჭირო

"მოვუწოდებთ G20-ს, დაგვეხმაროს ამაში“, - განაცხადა გაერო-ს ხელმძღვანელმა.