ვაქცინირებულები დაავადების გადამტანები აღარ არიან - უგურ საჰინი

კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელისა და ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლის, უგურ საჰინის განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინირებული პირები ვირუსის გადამტანები აღარ არიან. ამის შესახებ მან გერმანული გამოცემა Bild-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

საჰინის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ დაავადების გადაცემის რისკი 92 პროცენტით იკლებს.

მეცნიერმა ასევე განმარტა, რომ პანდემიის დასრულების  "მარტივ სტრატეგიად" ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას მიიჩნევს, რომელიც დაავადების ახალი შტამისგანაც დაიცავს. 

”თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი აიცრება, პანდემიას ეფექტურად შევაკავებთ”, - განაცხადა საჰინმა.