ვაქცინის მესამე დოზის საჭიროება არ არსებობს - ევროკავშირის ინფექციური დაავადებების სააგენტო

ევროპის ჯანდაცვის პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა (ECDC) აღნიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების გადაუდებელი საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Politico წერს.

"ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში ნებადართულ ყველა ვაქცინას აქვს მაღალი დაცვა ჰოსპიტალიზაციისგან, მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობისგან, რომელიც დაკავშირებულია COVID-19–თან", - აღნიშნულია ევროპის ჯანდაცვის პრევენციისა და კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

სააგენტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ევროპის ეკონომიკურ ზონაში 18 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების თითქმის მესამედი ჯერ კიდევ არ არის სრულად ვაქცინირებული.

”ამ სიტუაციაში, პრიორიტეტი  უნდა იყოს ყველა არავაქცინირებული პირის აცრა”, - აღნიშნა სააგენტომ.

მდიდარი ქვეყნებში გამაძლიერებელი დოზები ძალზე საკამათო თემად იქცა.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა შეწყვიტონ მესამე დოზით ვაქცინაცია და ზედმეტი დოზები ღარიბ ქვეყნებს გადაუნაწილონ.