ვანდალები ბერლინის მუზეუმებში რამდენიმე ათეულ ნამუშევარს თავს დაესხნენ 

დაუდგენელმა ვანდალებმა ზეთოვანი სითხე მიასხეს 70-მდე ნამუშევარს, რომლებიც ბერლინის სამუზეუმო კუნძულის ტერიტორიაზე, მათ შორის პერგამონის მუზეუმში, ძველი ეროვნული გალერეასა და ახალ მუზეუმში ინახება.

თავდასხმის ობიექტი ძველი ეგვიპტური სარკოფაგები, ასევე როგორც მე-19 საუკუნის ქანდაკებებს და ნახატებიც გახდნენ.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა, მაგრამ ამის შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ ახლა შეიტყო. მიმდინარეობს გამოძიება.