აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ბილასუვარისა და ზარდაბის რაიონში ცეცხლის გავრცელების მიზეზი ძლიერი ქარია.

ინციდენტის შედეგად დაიწვა 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც მარცვლეული იყო დათესილი.

ამ დროისათვის ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ.