ვაშინგტონი ბაიდენის ინაუგურაციის წინ უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ეროვნული გვარდიის ახალი ნაწილი, 15 ათასი ჯარისკაცი ვაშინგტონში ჩავიდა. ჯარისკაცები წესრიგს იცავენ ქუჩებსა და მაგისტრალებზე, ზოგიერთი გზა სამხედრო მანქანებით არის გადაკეტილი.

კაპიტოლიუმის გარშემო ასევე დამონტაჟდა საგუშაგო. საერთო ჯამში, 20 იანვრისთვის ეროვნული გვარდიის თანამშრომელთა რაოდენობა 25 ათასამდე გაიზრდება. ჯარისკაცები დედაქალაქში 50-ვე შტატიდან ჩავლენ.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.