ვაშინგტონი მოსკოვის აგრესიის საპასუხოდ მზად არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ვაშინგტონი მზადაა რუსეთის უგუნურ ან აგრესიულ ქმედებებს უპასუხოს. ამის შესახებ ბლინკენმა G7ის სამიტის ფარგლებში ლონდონში ვიზიტისას, BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ბლინკენმა მოსკოვი უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი ქმედებების გამო გააკრიტიკა, განსაკუთრებით უკრაინასთან და კიბერთავდასხმებთან დაკავშირებით. სახელმწიფო მდივნის თქმით აშშ ყურადღებას ამახვილებს ისეთ თემებზე როგორიცაა ალექსეი ნავალნის, SolarWinds-ზე კიბერთავდასხმისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საკითხები.

"ჩვენ ვისურვებდით უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს", განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენი ლონდონში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმყოფებოდა.