ვაშინგტონის მერი ანტირასისტულ აქციას შეურთდა

ვაშინგტონის მერი მურიელ ბოუზერი ანტირასისტულ საპეროტესტო აქციას შეურთდა.

რამდენიმე დღის წინ, მურიელ ბოუზერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ვაშინგტონიდან გაეყვანა ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები. მერის მოწოდებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მან ბოუზერს არაკომპეტენტური უწოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.