ვაშინგტონში ფხენიანის მოთხოვნებს "მტრულს და გაუმართლებელს" უწოდებენ

აშშ-ს წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების საკითხში სტივენ ბიგუნი ფხენიანის მოთხოვნებს "მტრულს და გაუმართლებელს" უწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ AFP ავრცელებს.

"სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ განცხადებების ტონი აშშ-ს, კორეის, იაპონიისა და ჩვენი ევროპული მეგობრების მიმართ ასეთი მტრული, ნეგატიური და გაუმართლებელია", - განაცხადა ბიგუნმა.

ჩრდილოეთ კორეა წლის ბოლომდე დედლაინს ასახელებს იმისთვის, რომ ვაშინგტონმა ფხენიანის მიმართ დენუკლეარიაზაციის საკითხებში ახალი დათმობების შესახებ განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბირთვული გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ბიგანი დღეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს შეხვდა. მხარეებმა კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის შენარჩუნებისა და დანუკლეარიზაციის პროცესის აუცილებლობაზე ისაუბრეს.