ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ვატიკანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვატიკანის ჯანდაცვისა და ჰიგიენის დირექციის ამბულატორიის მუშაობა დროებით შეფერხდა. შენობაში სანიტარული სამუშაოები ჩატარდა, რადგან ერთ-ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა.

პაციენტი კარანტინშია გადაყვანილი.