ვებ-გვერდი რომელიც ოფისების ნოსტალგიას შეგიმსუბუქებთ

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიოში უამრავი სამუშაო ადგილის დროებით შეჩერება გამოიწვია და ადამიანები ახლა სახლიდან ასრულებენ საკუთარ მოვალეობას. სახლში დარჩენა კვირების განმავლობაში კი ნამდვილად იწვევს გარკვეულ ნოსტალგიას თანამშრომლების და ზოგადად იმ ადგილის მიმართ, სადაც მუშაობდი. 

ამ პრობლემის მოგვარებაში ნაწილობრივ დაგეხმარებათ ახლახანს შექმნილი ვებ-გვერდი, რომელიც ოფისის ხმების სიმულაციას აკეთებს და იმ შემთხვევაში, თუ ყურსასმენებს გაიკეთებთ და ამ საიტს გახსნით, გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ თითქოს ისევ თქვენს სამუშაო მაგიდას უზიხართ.

ასე რომ, თუ სახლიდან მუშაობისას საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, შესაძლოა ეს ხმები დაგეხმაროთ. 

საიტის გასახსნელად გადადით ამ ბმულზე.