ველოსიპედისტმა ხელის თხოვნის ცერემონია ჩაშალა

აშშ-ში, ბრუკლინის ხიდზე მოწყობილი რომანტიკული ხელის თხოვნის ცერემონია ველოსიპედისტმა ჩაშალა. ხელის სათხოვნელად მამაკაცი უკვე მუხლებზე იდგა, როდესაც გზაზე მომავალი ველოსიპედისტი ფოტოგრაფს შეეჯახა, გადმოყირავდა და მომავალ ნეფე-პატარძალს შორის ჩავარდა. 

სოციალურ ქსელში ვიდეო თავად წყვილმა გაავრცელა.

"ხელის თხოვნისათვის საუკეთესო ლოკაცია ნამდვილად ნიუ-იორკია, ეს სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ და არასოდეს ინანებთ", - აცხადებს მამაკაცი.