ვენერაზე სიცოცხლე არსებობს?

NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა პლანეტა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აღმოჩენას ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა. მეცნიერის მტკიცებით, იმ ფიპოთეტის დასაშვებად, რომ დედამიწის მიღმა შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს, ეს ყველაზე რეალური მტკიცებულებაა. ვენერას ღრუბლებში ფოსფინის გაზის არსებობის შესახებ მასაჩუსეტსისა და კარდიფის მეცნიერებმა განაცხადეს. მათი თქმით, ეს აჩენს ვარაუდს, რომ პლანეტაზე, შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს.

ფოსფინი უფერული და ძალიან მომწამლველი გაზია, თუმცა მაღალ ატმოსფეროში, სხვა მზეების პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიომარკერად ითვლება.

ვენერა მეორე პლანეტაა მზის სისტემაში. ზომით, მასითა და ორბიტალური სიჩქარით დედამიწის მსგავსია. საშუალო ტემპერატურა ვენერის ზედაპირზე 470 ºC-ს აღწევს. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს, რომელიც ძირითადად ნახშირორჟანგისა და აზოტისგან შედგება.

მანამდე ვენერას ზედაპირზე სიცოცხლის არსებობა ნაკლებსავარაუდოდ ითვლებოდა, თუმცა ახლა მეცნიერები ფიქრობენ, რომ პლანეტის ატმოსფეროს ზედა შრეებში, შესაძლოა, ექსტრემალურ გარემო პირობებს შეგუებული მიკროორგანიზმები ცხოვრობდნენ.

მეცნიერებმა ფოსფინი ვენერას ზედაპირიდან 53-61 კილომეტრზე აღმოაჩინეს. კვლევის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ ეს ფაქტი ვენერაზე სიცოცხლის არსებობის გარდაუვალი დასაბუთებაა. ისინი აცხადებენ, რომ აღმოჩენა ვენერაზე უცნობი გეოლოგიური და ქიმიური პროცესების მიმდინარეობაზე მიუთითებს.