ვენესუელას მთავრობა Facebook-ს "ციფრულ ტოტალიტარიზმში" ადანაშაულებს

ვენესუელას მთავრობამ Facebook  "ციფრულ ტოტალიტარიზმში" დაადანაშაულა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ანგარიში სოციალურმა ქსელმა 30 დღით დაბლოკა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

”ჩვენ მოწმენი ვართ ციფრული ტოტალიტარიზმისა, რომელსაც კომპანიები, მსოფლიოში საკუთარი წესრიგის დასამყარებლად იყენებენ", - აცხადებენ ვენესუელას ინფორმაციის სამინისტროში.

Facebook-მა ასევე წაშალა ვიდეო, რომლითაც ვენესუელის პრეზიდენტი ადგილობრივ მედიკამენტ Carvativir-ს უწევდა პოპულარიზაციას და ამტკიცებდა, რომ იგი კორონავირუსს კურნავს. ექსპერტების აზრით, მადუროს განცხადება სადაოა, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე რაიმე სამედიცინო დასკვნა არ მოიძებნება.