ვენესუელაში ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი

ვენესუელის საკონსტიტუციო ასამბლეის გადაწყვეტილებით, ოთხ ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი გაუუქმდა. საუაბრია ვენესუელის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების ოთხ ლიდერს – ხორხე მილიანს, ერნან კლარეტ ალმან პერეს, კარლოს პარას და ლუის სტეფანელის. მათ სამშობლოს ღალატსა და ამბოხის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.

მანამდე დეპუტატების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პროკურატურამ მოითხოვა და უზენაესმა სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.