ვენეციაში წყლის დონის მორიგი მატებაა მოსალოდნელი - PHOTO

სინოპტიკოსების პროგნოზით, წყლის დონე ვენეციაში დღეს 150 სმ-მდე აიწევს. ქალაქის მერი ლუიჯი ბრუნიარო მოსახლეობას ქუჩებში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ვენეციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლება წყალდიდობის შედეგებს ებრძვის.

იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ქალაქს 20 მილიონ ევროს გამოუყოფენ. მისი თქმით, ხელისუფლება ასევე სპეციალურ კომიტეტს შექმნის, რომელიც ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაზე იმუშავებს.