ვენეციის კუნძული 2,2 მილიონ ევროდ იყიდება - PHOTO

ვენეციის ლაგუნაში ერთ-ერთი კუნძული იყიდება. პაწაწინა კუნძული ტესერა, რომელზეც რამდენიმე სახლი და ნავსადგომია განთავსებული, აუქციონზე 3 მარტს გამოვა. საწყისი ფასი 2,2 მილიონი ევროა. ტესერა მურანოსთან ახლოს და აეროპორტამდე, კატერით, რამდენიმე წუთის სავალზეა.

ადრე იქ სამხედრო ნაწილები იყო განთავსებული. მოგვიანებით, ერთ-ერთმა კომპანიამ, კუნძულზე ძვირფასი კურორტის მოწყობა სცადა, თუმცა გაკოტრდა. ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტმა ტესერა გასაყიდად გამოიტანა.

ბოლო წლებში ვენეციის 2 კუნძული - სან-კლემენტე და საკა-სელოსა- გაიყიდა. მანამდე იქ მუნიციპალური საავადმყოფოები იყო განთავსებული. კუნძულის ახალმა მფლობელებმა კი სასტუმროები და ბიზნესცენტრი ააშენეს.