ვიეტნამი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის შესახებ იუწყება

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება იტყობინება. 

ვირუსის ახალი შტამი 45 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელსაც დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

კონტაქტთა შორის მოხვდა 305 მგზავრი, რომელიც ინფიცირებულ ქალთან ერთად ერთი ავიარეისით სამშობლოში დაბრუნდა. ყველა მათგანი კარანტინშია.