ვიეტნამს ტროპიკული შტორმი "მოლავი" დაატყდა თავს

ვიეტნაის სანაპირო ზოლს ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნი "მოლავი" დაატყდა თავს, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაიკარგა. ამის შესახებ Reuters წერს.

ცნობილია, რომ ტროპიკული შტორმის დროს ზღვაში 26 მეთევზე იმყოფებოდა, რომლებიც ნავების ჩაძირვისას გაუჩინარდნენ. ოფიციალური პირების თქმით, მათ მოსაძებნად სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.

"მე ვხედავ სახურავის ნატეხებს და ხის ტოტებს, რომლებიც ჰაერში დაფრინავს", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

მეტეოროლოგიური სამსახურის თქმით, ქარის სიჩქარე 135 მ/წმ-ს აღწევს.

"ტაიფუნის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ისინი თავშესაფრებში გადავიყვანეთ. ქვეყანაში დაახლოებით 250,000 სამხედროა განლაგებული, რომლებიც ტაიფუნის გამო გამოწვეული მოვლენებისთვის ემზადებიან, რათა არ გვქონდეს დიდი მსხვერპლი", - განაცხადეს მთავრობის წევრებმა.

ვიეტნამის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, მდგომარეობის გამოსწორებამდე სახლში დარჩნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ვიეტნამს წელს ცხრა ტაიფუნი დაატყდა თავს, ხოლო ამ თვის დასაწყისში ინტენსიურმა წვიმებმა ყველაზე დიდი წყალდიდობა გამოიწვია, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანას დიდი ეკონომიკური ზარალი მიაყენა.