ბრიტანელმა სცენარისტმა და პროდიუსერმა მაიკლ ჰირსტმა, რომელიც ქეით ბლანშეტთან ერთად ფილმებზე "ელისაბედი" და "ოქროს ხანა", ასევე სერიალებზე "ტიუდორები" და "ვიკინგები" მუშაობდა, კიდევ ერთი ისტორიული პროექტი დააანონსა. History Channel-ისთვის ის მინი-სერიალს შექმნის შავი ჭირის შესახებ, რომელიც ლონდონში 1665–1666 წლებში მძვინვარებდა და 100 000 ადამიანი იმსხვეპლა.
The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, "The Plague Year" (ჭირის წელიწადი) სცენარისტი კოულმან ჰერბერტი იქნება.
სხვა დეტალები, მათ შორის მსახიობის ვინაობა და შოუს პრემიერის თარიღი ჯერ უცნობია.