ვინ დიზელი ვიდეოთამაშ Ark II-ზე მუშაობს

სტუდია Wildcard-ის პროექტ Ark II-ის პროდიუსერობას მსახიობი ვინ დიზელი გაუწევს. ამის შესახებ ჟურნალი PCGamer ავრცელებს.

"ფორსაჟის" და "რიდიკის ქრონიკების" მთავარმა მოქმედმა გმირმა არა მხოლოდ ითამაშა როლი ვიდეოთამაშში, არამედ Ark II-ის მოტივებით გადაღებული ანიმაციური სერიალის გახმოვანებაში მიიღო მონაწილეობა.

ვინ დიზელი ამბობს, რომ ვიდეოთამაშის Ark: Survival Evolution დიდი გულშემატკივარია. ამ თამაშში მან ათასზე მეტი საათი გაატარა. სტუდიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსახიობის გამოცდილება, გეიმინგის თვალსაზრისით, მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ვიდეოთამაში Ark: Survival Evolution არის მრავალფუნქციური სიმულატორი. მოქმედება პირველყოფილ სამყაროში ვითარდება, ის სავსეა დინოზავრებითა და სხვა მტაცებლებით.