ვინ სცადა დონალდ ტრამპის მოწამვლა?

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწამვლის მცდელობის გამოძიებაში კანადის პოლიცია ჩაერთო. CBC-ის ინფორმაციით, გამოძიებაში ჩართვის მოთხოვნა კანადამ FBI-სგან მიიღო.

კანადის პოლიციის ცნობით, გამოძიების შედეგად მიღებული პირველადი ინფორმაცია მიუთითებს, რომ თეთრ სახლში მომწამვლელი ნივთიერების შემცველი პაკეტი კანადიდან გაგზავნეს.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე კვირის დასაწყისში, დონალდ ტრამპის მოწამვლის მიზნით, თეთრ სახლში ნივთიერება რიცინის შემცველი პაკეტი გაგზავნეს. 

შხამიანი ნივთიერება რიცინი ღებინებას, შინაგანი სისხლდენას, ორგანოთა უკმარისობასა და სიკვდილს იწვევს.