ვიტალი კლიჩკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"პანდემიის დროს მერის მუშაობა, რა თქმა უნდა, მუდმივ რისკს შეიცავს. ბოლო პერიოდში, რეგულარულად ვსტუმრობდი ინფექციურ განყოფილებებს, სადაც COVID-19-ით დაავადებული პაციენტები მკურნალობენ. ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი. ჩემი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგულარულად ვიტარებდი ტესტირებას. თავს კარგად ვგრძნობ", - წერს კლიჩკო Telegram-ის ოფიციალურ გვერდზე.

ამ დროისათვის, კიევის მერი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას სახლიდან განაგრძობს.