ვითარება მთიან ყარაბაღში

ვითარება მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ზონის მიმდებარედ ისევ დაძაბულია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხი სამხედროები დილიდან ქალაქ ტერტერს ბომბავენ. უწყების განცხადებით, სომხეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 2 300-ს აღწევს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, ბრძოლები გრძელდება, სომხურმა მხარემ ღამით სტეპანაკერტის საჰაერო სივრცეში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.