ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე დანილიუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დანილიუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 27 სექტემბერს დაწერა. უკრაინული მედია წერს, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან ანდრეი ბოგდანთან არსებული უთანხმოება გახდა.

ალექსანდრე დანილიუკი საპრეზიდენტო კამპანიის დროს ზელენსკის მრჩეველი იყო. 2019 წლის მაისში უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ყოფილი ფინანსთა მინისტრი ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად დანიშნა.