ვულკან ეტნას კიდევ ერთი ამოფრქვევა დაფიქსირდა

იტალიაში ვულკან ეტნას კიდევ ერთი ამოფრქვევა დაფიქსირდა, რომელსაც სეისმური აქტივობა მოჰყვა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, იტალიის კუნძულ სიცილიაზე, კატანიის პროვინციაში 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგების ეპიცენტრში მიწის ზედაპირიდან 9 კილომეტრში მდებარეობდა.

ინფორმაცია ნგრევის ან დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.