ვულკანი პოპოკატეპეტლი გააქტიურდა

მექსიკაში ვულკანი პოპოკატეპეტლი გააქტიურდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის სტიქიური უბედურებების პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, ვულკანური აირები და ფერფლი 600 მ სიმაღლეზე აღწევს. მთის აქტივობა დაფიქსირდა მეტეოროლოგებისა და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლების კამერით.