სტუდია Warner Bros. მუშაობს მულტფილმზე "ბეტმენი: დრაკონის სული" ("Batman: Soul of the Dragon"), რომლის მოვლენები 1970 წელს ვითარდება.
ბრიუს უეინთან ერთად აქ DC Comics-ის პერსონაჟები: რიჩარდ დრაგონი, ბენ ტერნერი და ლედი შივა გამოჩნდებიან.
ბეტმენს მულტფილმში დევიდ ჯინტოლი გაახმოვანებს. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.
პროექტის რეჟისორი და პროდიუსერი სემ ლიუ იქნება.
"ბეტმენი: დრაკონის სული" 2021 წელს გამოვა.