"Warner bros" ფილმებს ხელოვნური ინტელექტი შეაფასებს - PHOTO

"Warner bros-მა" ხელოვნური ინტელექტის განვითარებით დაკავებულ კომპანია "Cinelytic–თან" თანამშრომლობა დაიწყო. ეს სტუდიას საშუალებას მისცემს, ფილმების პოტენციური წარმატება სპეციალური სისტემის გამოყენებით შეაფასოს, რაც დაეხმარებათ, გამოთვალონ მსახიობის ღირებულება, სავარაუდო ბიუჯეტი და სხვა დეტალები, რომელიც  წარმოების პროცესშია მნიშვნელოვანი. 

ქსელი გადაწყვეტილებებს ადრე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე მიიღებს. ტექნოლოგიას სამი წლის განმავლობაში ცდიდნენ და მას "Warner Bros-ის" საერთაშორისო პროექტებისთვის გამოიყენებენ. 

”ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ მოწინავე Cinelytic სისტემის გამოყენებას შევძლებთ. ჩვენს ინდუსტრიაში, რთული გადაწყვეტილებებს მიღება ყოველდღიურად გვიწევს, რომელიც  ჩვენს პროდუქტზე ახდენს გავლენას, რასაც შემდეგ მთელი მსოფლიოს კინოთეატრებში ვაჩვენებთ. რაც უფრო ზუსტი იქნება ჩვენი მონაცემები, მით იფრო უკეთესად გავიგებთ, რისი ნახვა სურს ჩვენს აუდიტორიას,”- განაცხადა "Warner Bros–ის" უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.