WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა

WhatsApp-ის ახალი ფუნქციის მეშვეობით, ჯგუფური ზარების მიმდინარეობისას მასში ჩართვა შესაძლებელი გახდა.

აქამდე, მომხმარებლებს საშუალება არ ჰქონდათ უკვე დაწყებულ ჯგუფურ ვიდეო ზარებში ჩაბმულიყვნენ.

”დღეიდან ჯგუფურ ზარებში გაწევრიანება მისი დაწყების შემდეგაც შეგიძლიათ”, - ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

გარდა ამისა, მოსალოდნელია ინტერფეისის განახლებაც.