WHO მდიდარ ქვეყნებს ბავშვების იმუნიზაციის გადადებისკენ და ვაქცინების გაზიარებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მდიდარ ქვეყნებს ბავშვების კორონავირუსის ვაქცინით აცრის გადადებისკენ მოუწოდებს, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვაქცინის ღარიბი ქვეყნებისთვის გაზიარება. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters ავრცელებს. 

ჯანმოს უფროსმა თედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე პირველი. მისი თქმით, განსაკუთრებულად მძიმე ვითრებაა მოსალოდნელი ინდოეთში.