X-Men-ის ფანმა ჰარი პოტერისგან სამურავი შექმნა

„მარველის“ კონოკომიქსების და ჯოან როულინგის სამყაროს ავტორმა დენიელ რედკლიფს სამურავის როლი მოარგო, რომელიც X-Men-ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო.

არტის ავტორი „ინსტაგრამის“ მომხმარებელი erathrim20. ჰარი პოტერის როლის შემსრულებელს მან სამურავის ცნობილი შავ-ყვითელი კოსტიუმი ჩააცვა და სახასიათო ვარცხნილობაც გაუკეთა. კომენტარებში მომხმარებლები წერენ, რომ მათ იდეა მოსწონთ და დენიელ რედკლიფს ჰიუ ჯეკმანის შეცვლა თამამად შეუძლია, თუკი „მარველი“ X-Men-ის მომდევნო ფილმში მის პერსონაჟს დააბრუნებს.