XXI საუკუნის საუკეთესო ფილმი დასახელდა

ჟურნალმა Empire XXI საუკუნის საუკეთესო კინოფილმები დაასახელა. პირველ ადგილი რეჟისორ ჯორჯ მილერის "შეშლილ მაქსს: მრისხანების გზას" ხვდა წილად, რომელიც 2015 წელს გამოვიდა.

კინოკრიტიკოსებმა მილერის ფილმს უკომპრომისო და "კონცეფციასა და შესრულებაში სრულიად შეშლილი" პროექტი უწოდეს, რომელიც "ექშენის" ჟანრის საოცარ მაგალითად იქცა.

მეორე ადგილზე რეიტინგში პიტერ ჯექსონის "ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო" გავიდა. ფილმის პრემიერა 2001 წელს გაიმართა.

ექსპერტების აზრით, ჯექსონმა ინგლისელი მწერლის, ჯონ ტოლკინის სამყარო დიდი მონდომებით და იუმორით გადმოსცა და მაყურებლების "ფენტეზის" ჯანრისადმი სერიოზული დამოკიდებულება გამოიწვია.

მესამე ადგილი კრისტოფერ ნოლანის "ბნელმა რაინდმა" დაიკავა. კრიტიკოსების აზრით, ფილმი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა, "ასახავს ამერიკას, რომელიც 11 სექტემბრის ტრავმის გადალახვას მთელი ძალით ცდილობს", ასევე ჯოკერის როლის საუკეთესო ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელიც ჰით ლეჯერმა შეასრულა.

XXI საუკუნის საუკეთესო ფილმებს შორის ასევე მოხვდა: "დასაწყისი", "მთვარის შუქი", "სოციალური ქსელი", "შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი", "წადი აქედან", "ფავნის ლაბირინთი" და "თარგმანში დაკარგულები".