ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტს გეგმავს. ამასთან, მან პრეზიდენტი ტრამპი კიევში მიიპატიჟა. 

"მოხარულები ვიქნებით ვნახოთ ის უკრაინაში. მზად ვარ მივიწვიო პრეზიდენტი ტრამპი კიევში. მე მას ვუმასპინძლებ უფრო ადრე, ვიდრე ის მიმიღებს", - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენის თავდაცვის კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაც, როდესაც მან თქვა, რომ სურს, ეს სტუმრობა იყოს განსაკუთრებული ორივე ქვეყნისთვის.