ჟაირ ბოლსონარუ: თვითიზოლაცია სისუსტის გამოვლინებაა

ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს მოსაზრებით, კორონავირუსის პანდემიის დროს თვითიზოლაცია სისუსტის გამოვლინებაა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.  

”პანდემიის დროს თქვენ არ შეჩერებულხართ. არ დაემორჩილეთ ამ სულელურ აზრს - ”დავრჩეთ სახლში და ეკონომიკას მოგვიანებით მივხედოთ" - ეს სუსტებისთვისაა. ვირუსის შესახებ ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს რეალობაა და მას პირისპირ უნდა შევხედოთ. არ უნდა გვეშინოდეს იმის, რისგან გაქცევაც არ შეგვიძლია", - განაცხადა პრეზიდენტმა და ფერმერებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად მუშაობას აგრძელებდნენ, მადლობა გადაუხადა.  

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა, არაერთხელ გააკრიტიკა საკარანტინო შეზღუდვები.

ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135,793-მდე გაიზარდა, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ 4,495,183 ადამიანი დაინფიცირდა.