ჟანგბადის გაჟონვის გამო ინდოეთის საავადმყოფოში 22 ადამიანი გარდაიცვალა - VIDEO

დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ ნაშიკის საავადმყოფოში ჟანგბადის ტანკერის დაზიანების გამო, სულ მცირე 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Indianexpress ავრცელებს.  

ჟანგბადის გაჟონვა ტანკერიდან მოხდა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება ესაჭიროებოდათ, ჟანგბადი ვეღარ მიეწოდათ, რის გამოც რამდენიმე პაციენტი დაიღუპა.

"პაციენტები, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ შეერთებული, გარდაიცვალნენ", - განაცხადა მაჰარაშტრას ჯანდაცვის მინისტრმა რაჯეშ ტოპემ.