ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატიური არხები ღია უნდა დარჩეს. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

მისივე თქმით, ეს აუცილებელია არა მხოლოდ კრიზისების ან გახმაურებული ინციდენტების შემთხვევაში დაძაბულობის შესამცირებლად, არამედ რუსეთთან კომუნიკაციისთვის, მათ შორის „მკაცრი და სამართლიანი“ გზავნილების გადასაცემად, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც „ურთიერთობები არ არის დამაკმაყოფილებელი“.

მოსკოვში ვიზიტის დროს ჯოზეფ ბორელი უფლებადამცვლებს შეხვდა და რუსეთში გამართული საპროტესტო აქციები განიხილა. შეხვედრის დროს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა ალექსეი ნავალნის გათავისუფლების აუცილებლოზე ისაუბრა.