ჟოზეპ ბორელმა რუსეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელმა რუსეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

"რუსეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით ვაკვირდები. მასობრივი დაკავებების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვის გამო მწუხარებას გამოვთქვამ“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 იანვარს, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის განთავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების ფარგლებში პოლიციამ 2 000-ზე მეტი პირი დააკავა.