ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდატურდა. ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს

"ზინედინ ზიდანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითია, – იუწყება მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

წინასწარი ინფორმაციით, სამეფო კლუბის დამრიგებელი ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს – „ალავესთან“ 23 იანვარს და „ლევანტესთან“ 30 იანვარს.