ზოი კრავიცი ქალ-კატას ითამაშებს

ცნობილი მუსიკოსის ლენი კრავიცის შვილი ზოი ბეტმენის შესახებ ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს შეასრულებს. მსახიობი ქალი-კატის როლზე დაამტკიცეს.

ფილმის რეჟისორი მეტ რივზი იქნება. ბეტმენის როლზე მან „ბინდის“ ვარსკვლავი რობერტ პატინსონი შეარჩია.

ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 ივნისს შედგება.