თავში

მიიღეთ 262 კალორია და ისევ გშიათ? - რჩევები, როგორ მოვატყუოთ ორგანიზმი

მიიღეთ 262 კალორია და ისევ გშიათ? - რჩევები, როგორ მოვატყუოთ ორგანიზმი
მიიღეთ 262 კალორია და ისევ გშიათ? - რჩევები, როგორ მოვატყუოთ ორგანიზმი

კალორიების დეფიციტის შექმნა, რომ წონის კლების საშუალებაა ამაზე უკვე დავწერე. ამ ეტაპზე, მეც ყველაზე მეტად მეკომფორტულება, რადგან ორგანიზმსაც დაბალანსებულ, ჯანსაღ, ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს ვაწვდი და კალორიების უარყოფით ბალანსსაც ვინარჩუნებ.

გქონიათ მომენტი, როცა 10 ცალი ნიგოზი მიირთვით, მიიღეთ 262 კალორია, მაგრამ ისევ გშიათ? დიახ! ზუსტად ასეა, რადგან ჩემმა ვერც ტვინმა მოასწრო აღქმა, რომ რამე მივირთვი და ვერც სისავსის შეგრძნება ვერ გაჩნდა. გასაგებია, რომ ორგანიზმი გამართულად იფუნქციონირებს, მაგრამ ყველაფერი გონებიდან მოდის და აუცილებელია, ტვინმაც აღიქვას, რომ მშიერი არ ვარ. სავსებით შესაძლებელია 262 კალორიაში მიღება  მოზრდილი ულუფითაც, თუ სწორად გადავანაწილებთ პროდუქტებს, მაგალითად, ნებისმიერი სუპი და ტოსტი, სალათები, ბოსტნეულით და ხორცით...  დიდი არჩევანია.

მოცულობითი კვება არც რეჟიმია და არც დიეტა. ეს უფრო ტექნიკაა, რომელიც გვეხმარება მივიღოთ მოცულობა და არა კალორია. სწორად აწყობილი ულუფა გვეხმარება ნაკლები კალორიით მივიღოთ სისავსის შეგრძნება. საუკეთესოა მოცულობისთვის მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული და მარცვლეული. გარდა მოცულობისა ასეთი საკვები მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. ერთ ერთი საკვანძო საკვები ნივთერება უჯრედისი ანუ საკვები ბოჭკოა. იგი არამხოლოდ ზრდის სისავსის შეგრძნებას, არამედ, გვეხმარება წონის კლებაშიც. რადგან მისი გადამუშავება ორგანიზმს ბევრი კალორია „უჯდება“.

სხვადასხვა დიეტებზე და ადამიანებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ ბოჭკო წონის კლების მნიშვნელოვანი ხელისშემწყობი საშუალებაა.

იმის გათვალისწინინებით, რომ მოცულობითი კვებისას არ გვჭირდება წინასწარი გეგმა, შეგვიძლია მოცულობითი და დაბალკალორიული პროდუქტი იმ კვებაში ჩავრთოთ, როცა დაგვჭირდება. თუ ხშირი წახემსების მოყვარეული ხართ, მოცულობითი საკვები და ხემსი ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ.

პროდუქტი, რომელიც სისავსეს იწვევს აქვს გარკვეული მახასიათებლები - მაღალი რაოდენობის ცილის ან საკვები ბოჭკოს შემცველობა.

ცილის მაღალი შემცველობა ყველაზე მეტად იწვევს სისავსეს, დიდი ხანისჭირდება გადამუშავებას ამიტომ შემდეგი ჭამა უფრო დიდი ხნის მერე გვინდება.

საკვები ბოჭკოს მაღალი შემცველობა სისავსეს იწვევს მალევე და აქვს შედარებით მცირე ენერგეტიკული ღირებულება.

დიდი მოცულობის და დაბალი ენერგეტიკული სიმკვრივის მქონე პროდუქტში წყლის და ჰაერის შემცველობაა მაღალი და სისავსეს მოცულობის ხარჯზე იწვევს, ხოლო კალორიულობა მის წონასთან შედარებით გაცილებით მცირეა.

მონახაზისთვის მცირე ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, იმ პროდუქტებისა, რომელთა კალორიულობისა და მოცულობის შეფარდება საუკეთესოა ულუფის შესავსებად და დიდი ხნის განმავლობაში სისავსის შეგრძნების შესანარჩუნებლად.

მოხარშული კარტოფილი

კვერცხი

შვრია

თევზეული

სუპები

ხორცი

მაწონი

ბოსტნეული

ხაჭო

პარკოსნები

ხილი

ქინოა

პოპკორნი

ამ პროდუქტების ჩართვა ყოველდღიურ რაციონში და ოპტიმალურად გადანაწილება. ხელს შეუწყობს წონის კლებას. ოღონდ, აუცლებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კალორების უარყოფითი ბალანსი გვექნება დღის ბოლოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system