თავში

რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს ესხმიან - report.ge გმობს ძალადობას

რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თ
რადიკალური ჯგუფები  ჟურნალისტებს თავს ესხმიან - report.ge გმობს ძალადობას

რუსთაველის გამზირზე არეულობაა - "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები  ჟურნალისტებს თავს ესხმიან. დაშავებულია რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტი, დაზიანებულია ტექნიკა.

ვითარება, ამ წუთებში, უკიდურესადაა დაძაბული, ფიზიკურ დაპირისპირებაა ჰომოფობიური ჯგუფებს და სამართალდამცველებს შორისაც. 

ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაარბიეს.

report.ge-ს გუნდი გმობს ყოველგვარ ძალადობას და მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system