თავში

როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურობას შვებულების შემდეგ

როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურობას შვებულების შემდეგ
როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურობას შვებულების შემდეგ

განტვირთვა, კაშკაშა მზე, მაღვიძარას არარსებობა - ეს ყველაფერი სანატრელი დასვენების განუყოფელი ნაწილებია. დადგა დრო, დავემშვიდობოთ მათ და განვეწყოთ სავსე საფოსტო ყუთისთვის, შესასრულებელი სამუშაოს გრძელი სიისა და გადატვირთული მოძრაობისთვის.

გრძელი სიაა რჩევებისა, როგორ დავუბრუნდეთ ყოველდღიურობას სტრესის გარეშე. შემოგთავაზებთ რამდენიმე საბაზისო რჩევას, რომელიც საკუთარ თავზეც გამოვცადე.

გარდამავალი პერიოდი

ყოველთვის ვცდილობ, დასვენებიდან დაბრუნებულმა რამდენიმე დღე დავიტოვო სამსახურში მისვლამდე. არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, რომელიც გადმოგრთავთ ერთი რეჟიმიდან მეორეზე. კარგი ჩვევაა მოწესრიგებული სახლის დატოვება გამგზავრებისას. დასვენებიდან დაბრუნებული ნამდვილად ისიამონებთ სიმყუდროვით საკუთარ სახლში და მეტი დრო გექნებათ გაისეირნოთ მონატრებულ ქალაქში.

დრო მეგობრებისთვის

დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნახვა და დასვენების ამბების გაზიარება საუკეთესო თერაპიაა. ნაკლები დრო მეთმობა სოციალური ქსელებისთვის, მირჩევნია პირადად ვნახო მონატრებული მეგობრები, გავცვალოთ დადებითი ემოციები. გაცილებით სასიამოვნოა პირადად მოვისმინოთ მათი დასვენების ან თავგადასავლების შესახებ ვიდრე უსასრულოდ ვათვალიეროთ ფოტოები.

სამუშაო დროის დაგეგმვა

მნიშვნელივანია, სწორად დავგეგმოთ ყველაზე რთული პირველი რამდენიმე დღე. ჩემთვის იდეალურია შუა კვირაში დაბრუნება სამსახურში. ვიწყებ ყოველდღური დაგროვილი რუტინული სამუშაოთი. ოღონდ ისე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - თანამშრომლებთან კომუნიკაცია არ გამოვტოვო. მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს არყოფნაში და ყველაფერი გამოვტოვე. აუცილებლად ცალკე დავწერ, როგორი მნიშვენლოვანია, როცა სამსახურში მისვლა გიხარია. პირველი რამდენიმე დღე და კვირაც მიილევა. ხოლო ახალი კვირისთვის უკვე მაქვს მნიშვნელოვანი საქმეების და შეხვედრების სია. მზად ვარ სრული ტემპით და ენთუზიაზმით შევუდგე საქმეს.

კარგია, თუ შვებულებიდან რაიმე სუვენირი გამოგყვათ სამუშაო მაგიდისთვის. მე პირადად მაქვს ფოტო ჯიხურიდან,  რომელიც შემთხვევით სასიამოვნო ტრადიციად გვექცა.

თავის მოვლა

მოგზაურობისას რთულია, დაიცვა თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა. დღეები ერთმანეთს არ ჰგავს. ფერად-ფერადი სასმელები, არაბალანსირებული კვება - ესეც ხომ დასვენების ნაწილია. სანაპიროზე სირბილი დილაობით და ცურვა ვეცადე დასვენების დროსაც ყოველდღიურობად მექცია, მაგრამ სწორი კვება და ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვები სახლში დარჩა.ხოდა სახლში დაბრუნებისთანავე შეივსო სასარგებლო პროდუქტის მარაგი. ნელნელა ვუბრუნდები ძილის ჩვეულ რეჟიმსაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ვარ ლმობიერი საკუთრი თავის მიმართ და არ ვივიწყებ, რომ შვებულების შემდგომი სინდრომიც მალე გაივლის.

და ჩემს გონებაში შემდეგი დასვენების გეგმის მსუბუქი მონახაზიც ჩნდება...

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system